როგორ ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში
25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ
რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი
დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება
ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21
ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
+34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე
დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების
ქარი.