როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში
შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში
+22, +27 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში,
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
+29, +31 გრადუსი იქნება.