22 ივნისის ამინდის პროგნოზი
დღეს ბორჯომში სინოპტიკოსები წვიმიან
ამინდს ვარაუდობენ, ჰაერი 18° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში, ისევე როგორც ბორჯომში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი,
წვიმა და 12° გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტო, 21 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 23
ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა,
ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.