როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 6 ივნისს დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა
და ქარის გაძლიერება.
❗მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
დღეს რვა ივნისს, ბორჯომში სინოპტიკოსები ცვალებად
მოღრუბლულობას ვარაუდობენ. ჰაერი 27° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში დღე ცვალებადი მოღრუბლულობის ფონზე ჩაივლის, ტემპერატურა
17° გრადუსი იქნება.