როგორი ამინდია მოსალოდნელი პირველ ივნისს ბორჯომში
პირველ ივნისს სინოპტიკოსები
ბორჯომში, ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ, შესაძლოა იწვიმოს.
ჰაერის ტემპერატურა 26°
გრადუსი იქნება.
ბაკურიანში 17° გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.
რაც შეეხება უახლოესი დღეები ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში,
ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 28-29 მაისს ჰაერის
ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 30
მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. 31 მაისიდან 3 ივნისამდე
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო
ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს
და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში
შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.