როგორი ამინდია მოსალოდნელი უახსლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად
ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი
იქნება, ხოლო 30 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. 31 მაისიდან 3
ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო
ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს
და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში
შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.
ქ. თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34
გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა ელჭექით აღინიშნოს.