როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
11-13 მაისს საქართველოს ცალკეულ
რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18,
+23 გრადუსი იქნება.
14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს
+19, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24, +26
გრადუსამდე მოიმატებს.