ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა-უახსლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის
მასშტაბით ტემპერატურის კლებას და ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კვირის
ბოლომდე ცვალებადი ამინდი იქნება. სინოპტიკოსები 12 მაისამდე მთაში
წვიმას, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლ–ჭყაპს ვარაუდობენ,
რეგიონში ორი დღის განმავლობაში, ღამის საათებში ტემპერატურა -4
გრადუსამდე დაეცემა..
ბორჯომში დღისით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.
13–დან 15 მაისის დღის პირველ ნახევრამდე რეგიონის მასშტაბით
გამოიდარებს. უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი,
სინოპტიკისები დღის საათებში ტემპერატურის მატებას +25 გრადუსამდე
ვარაუდობენ.
16 მაისიდან რეგიონის მასშტაბით კვალავ ცვალებადი ამინდია
მოსალოდნელი