როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა
მოსალოდნელი,
ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
ზოგან ძლიერი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
პირველ მაისს ბორჯომში, სინოპტიკოსები ცვალებად
მოღრუბლულობას ვარაუდობენ. მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა
16° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში, ისევე როგორც ბორჯომში, დღე ცვალებადი მოღრუბლულობის და
ნალექის ფონზე ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა 9° გრადუსი
იქნება.