საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი,
ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.