24 აპრილის ამინდის პროგნოზი
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს
დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24,
+29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში
სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.
რაც შეეხება ბორჯომს, დღეს სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ.
ჰაერი 22° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში 14° გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი.
ახალციხეში 19° გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია
წვიმა.