როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი
იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს
საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.