18 აპრილის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, საქართველოში 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31
გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22,
+27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.18 აპრილს,
სინოპტიკოსები ბორჯომში ღრუბელინ ამინდს
ვარაუდობენ. დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში მოსალოდნელია 7 გრადუსი და ცვალებადი
მოღრუბლულობა.