11 აპრილის ამინდის პროგნოზი
11 აპრილს ბორჯომში მოსალოდნელია
უღრულო და მზიანი ამინდი. ჰაერი 17° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანშიც სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ და 9°
გრადუსს.
ახალციხეში 13° გრადუსი იქნება და უნალექო ამინდი.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაცით 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და
ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი
დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში
შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი,ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი
ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.