როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მარტს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით 25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი
ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია
მოსალოდნელი.
ბორჯომში სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა
თოვლთან ერთად. ტემპერატურა დღის განმავლობაში +5° გრადუსიდან -1°
გრადუსამდე შეიცვლება.
ბაკურიანში მოსალოდნელია -8° გრადუსი და თოვლი.
ქ. თბილისში 25 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი
შენარჩუნდება. 25 - 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.