როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მარტს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 23 მარტს დასავლეთ
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი
ამინდი შენარჩუნდება. 23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს დღის
მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ბორჯომში 23 მარტს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას
ვარაუდობენ. ჰაერი 6° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში
მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. დღის განმავლობაში ტემპერატურა -9°
დან -3° შეიცვლება.