როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მარტს ბორჯომსა და ბაკურიანში
18-20 მარტს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით
ნალექი,
უმეტესად თოვლის სახით, მთაში და
მაღალმთაში ძლიერი თოვა და ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული,
ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში
ზვავსაშიშროება.
ქალაქ ბორჯომში სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ჰაერის
ტემპერატურა 3° დან -6° გრადუსამდე იმერყევებს.
ბაკურიანში მოსალოდნელია -9° გრადუსი და თოვლი.