როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს ბორჯომსა და ბაკურიანში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული
იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია
უმეტესად თოვლის სახით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო
ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ბორჯომს, დღეს სინოპტიკოსები მთელი დღის
განმავლობაში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა -7° გრადუსამდე
დაეცემა.
ბაკურიანში ისევე როგორც ბორჯომში მოსალოდნელია თოვა. სამთო კურორტზე
თოვლთან ერთად დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მოსალოდნელია ყინვა
-13 გრადუსი.