როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული
იქნება
ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი
ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის
ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო
ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.