9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით 9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი
ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4
ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.