საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს,
მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ქარი.
22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე
მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.