როგორი ამინდია მოსალოდნელი ხუთ თებერვალს ბორჯომში
სინოპტიკოსები ბორჯომში დღეს მთელი
დღის განმავლობაში უმეტესად ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა
-4° გრადუსამდე დაეცემა.
ბაკურიანში, ისევე როგორც ბორჯომში, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და
ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა
- 10° გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დღის მეორე
ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო
ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა,
ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.