საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10,
+15 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +13, +15 გრადუსამდე
გათბება.