როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 იანვარს ბორჯომში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ
რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.
ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება ბორჯომს, 24 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს
ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით 3° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში 0° გრადუსი და თოვა მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის
საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.