უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე
საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის
მოძრაობა აკრძალულია.
ეს მონაკვეთებია:
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62
კილომეტრი (ნაქერალას უღელტეხილი);
საჩხერე-ონის საავტომობილო გზა;
ომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-40
კილომეტრი;
გზების დეპარტამენტის განცხადებით, აკრძალვის მიზეზი ინტენსიური
თოვლია. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა ჯერჯერობით თავისუფალია