როგორი ამინდი იქნება 27 ნოემბრიდან
27 ნოემბრიდან საქართველოში
გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,
28 - 29 ნოემბერს მცირე ნალექი
შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20
გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18
გრადუსამდე მოიმატებს.