საქართველოში ამინდი გაუარესდება
10 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება,
წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი
შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.