საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე
დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ
გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო
ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა,
ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს
დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.