საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
დღეიდან, 17 ოქტომბრის დღის მეორე
ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი
და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი.
18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17
გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 15-17 ოქტომბერს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და
ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20,
+22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.