საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32
გრადუსი)
საქართველოს ცალკეულ რაიონში
შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის
მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17,
+22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა 21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.