საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით 10 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი
და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი
იქნება.
11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 12
სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე
დათბება.
ქ. თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის
ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს
ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა
მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.