საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს,
შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს
+22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და
აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს,
ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29
გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში 6-7 სექტემბერს სითბოს ფონზე (+26, +28 გრადუსი) ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი. 8 სექტემბერს გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9
სექტემბერს კი ისევ გამიდარებს და დათბება.