საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
ელჭექით, ზოგან ძლიერი,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი
შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის
ტემპერატურა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.