საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის
ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში,
კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი
შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.