საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის
საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და
სეტყვაა მოსალოდნელი.
25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ
რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33,
აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26
აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34
გრადუსი დაფიქსირდება.