საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ
რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია
მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით
მოიმატებს.
ქ. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10
ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35
გრადუსამდე მოიმატებს.