20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო
ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს
დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35
გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან
იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30
გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37
გრადუსამდე მოიმატებს.
23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში
აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა
(+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.