12-14 მაისს, მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-14
მაისს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო
ამინდი.
12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო
13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში
კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
"15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12
მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება", -
ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.