9-10 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10
მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა,
მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით
ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.