28 აპრილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი
26 აპრილიდან 28 აპრილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი,
ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. გარემოს
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს.