4 აპრილამდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ინფორმაციით,
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი
აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში
+9, +14 გრადუსი იქნება.
"1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის
საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22
გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 - 31
მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3
აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.