26 მარტამდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
22 მარტს დღის ბოლოდან 26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
ნისლი და ქარბუქი.
გარმოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 მარტს ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4
ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ
საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.