16-18 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
16-18 მარტს საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. ამის შესახებ
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და
ქარბუქი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მარტს მოსალოდნელია დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
"მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად
თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,
დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს".