11 მარტიდან ამინდი გაუარესდება
ხვალ 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.
მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი
ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის
საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4,
-7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო
ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს", - ნათქვამია ინფორმაციაში