ბორჯომსა და ბაკურიანში ამინდი გაუარესდება
28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან
1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე ბორჯომსა და ბაკურიანში მოთოვს,
საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია
წვიმა,
დასავლეთის მიმართულების
დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს