მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით 13-14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ
საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან
რეგიონებში)
მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში
თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და
მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.