საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი,
19-20 იანვარს უმეტესად თოვლის
სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა,
საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის
-4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები,
განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.