მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და
მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს
ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს
მიაღწიოს.