ბორჯომსა და ბაკურიანში ყინვა და თოვლია მოსალოდნელი
24-25 დეკემბერს ბორჯომსა და
ბაკურიანში ყინვა და თოვლია მოსალოდნელი ტემპერატურა - 4 -7
გრადუსამდე დაიკლებს.
საქართველოში ღამის საათებში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ამის
შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4
გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და
დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" ,- ნათქვამია ინფორმაციაში.