ალგეთი-ფარავნის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ43-კმ110 (ალგეთი-ფარავანი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამის შესახებ ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.